ამერიკული სანქციები

აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენი

15 აპრილს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს აშშ-ს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობის, თანხის სანაცვლოდ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მოკვლის ცნობების გამო და SolarWinds-ზე კიბერთავდასმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა

"პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ ბრძანებულებას, რითაც ოფიციალური პირები აჩვენებენ ადმინისტრაციის პასუხს და რითაც აკავებენ რუსეთის საზიანო საგარეო აქტივობების სრულ მასშტაბს" - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში. 

აშშ-მ, ასევე, ოფიციალურად თქვა, რომ  SolarWinds-ის თავდასხმის უკან იდგა რუსეთის დაზვერვის სამსახური. 

"ჩვენ გვჯერა, რომ მთლიანობაში დღეს გადადგმულ ნაბიჯებს და ფართო დიპლომატიას შეუძლია აშშ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი შედეგები გამოიღოს" - აღნიშნა ეროვნული უშიშროების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, თქვა, რომ აშშ კვლავ აგებინებს პასუხს რუსეთს მისი მტრული ქმედებებისთვის.

ახალი ბრძანებულებით, 14 ივნისის შემდეგ ამერიკული დაწესებულებები ვეღარ შეძლებენ რუსეთის ცენტრალური ბანკის, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული კეთილდღეობის ფონდისგან ობლიგაციების ყიდვას.

ამასთან ერთად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 10 ოფიაცლაურ პირს აძევებს რუსეთის ორმხრივი მისიიდან. 

დეპარტამენტის სანქციები ეხებათ იმ დაწესებულებებს და პირებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ არჩევნების ჩარევაში, კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მავნე აქტივობებს SolarWinds-ზე თავდასხმისა და სხვა კიბერთავდასხმების დროს. სანქციების მიზანია, მსგავსი ქმედებებისთვის რუსეთის რესურსები შეამცირონ. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ ახსენა დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი. აშშ შეშფოთებას გამოხატავს ციხეში ნავალნის მდგომარეობის გამო და ითხოვს მის უპირობოდ გათავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პრესაში რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს გამოქვეყნებულ აშშ-ს დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სავარაუდოდ, აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩარევა სცადა

იანვარში ბაიდენმა ცნობებზე, რომ რუსეთმა თალიბანს ამერიკელი ჯარისკაცების დახოცვისთვის თანხის გადახდა შესთავაზა, თქვა, რომ მან სპეციალურ სააგენტოებს სთხოვა, ეს საკითხი საფუძვლიანად გაეცნოთ მისთვის, მიეწოდებინათ ყველა ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე იყვნენ.  "უყოყმანოდ წამოვწევ ამ საკითხებს რუსებთან". - თქვა მან.

თავდაპირველად, 20 დეკემბერს აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთი აშშ-ს ხელისუფლების წინააღმდეგ კიბერჯაშუშობის მასშტაბურ კამპანიაში დაადანაშაულა. აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოები კიბერშეტევის სამიზნე გახდა. თავდასხმა, ექსპერტების შეფასებით, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის ნაწილი იყო. მკვლევართა აზრით, კიბერშეტევის მასშტაბების სრულიად შეფასებისთვის, შესაძლოა, წლები იყოს საჭირო.

კომენტარები