ამერიკული სანქციები

აშშ-მ სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს და მის ვაჟს სანქციები დაუწესა

ენტონი ბლინკენი

ბაიდენის ადმინისტრაციამ სლოვაკეთის ყოფილ მთავარ პროკურორს და მის ვაჟს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა, "მნიშვნელოვანი კორუფციის" გამო.

"სლოვაკეთის გენერალური პროკურორის თანამდებობის ფარგლებში, ტრნკა მონაწილეობას იღებდა კორუფციულ ქმედებებში, რამაც ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და სლოვაკეთის საზოგადოების რწმენას მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტების, თანამდებობის პირების და საზოგადოებრივი პროცესების მიმართ," - წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი

ყოფილი გენერალური პროკურორი დობრასლავ ტრკნა 2019 წლის ბოლოს დაადანაშაულეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში 2018 წელს მოკლული ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებაში ჩანაწერების დამალვისთვის. 

კომენტარები