აშშ-რუსეთი

აშშ-ს სანქციებზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა

ამერიკულ პრესაში რუსეთისთვის აშშ-ს სანქციების დაწესების ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რუსული რუბლი გაუფასურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს და მოსკოვის საფონდო ბირჟის ცნობას ეყრდნობა. 

მოსკოვის დროით 10:15-ზე, დოლარის კურსი რუბლთან მიმართებაში 1.46-ით, 75.87-დან 77.33-მდე გაიზარდა. 

სანქციების დაწესების შესახებ ინფორმაცია Reuters-მაThe New York Times-მაThe Wall Street Journal-მა და Bloomberg-მა გაავრცელეს.

სანქციების ახალი პაკეტი დაკავშირებულია აშშ-ს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობებთან, ავღანეთში ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ თალიბანთან ერთად ერთობლივი მოქმედებებსა და მასშტაბურ კიბერშეტევაზე, რომელიც რამდენიმე სამთავრობო ორგანოს შეეხო, მათ შორის  აშშ-ს რამდენიმე სახელმწიფო ორგანოს: აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტს, ვაჭრობის დეპარტამენტს, სახაზინო დეპარტამენტს. 

ახალი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის აშშ-ს მხრიდან სანქციების მეორე ტალღა იქნება. მარტში აშშ-მ ევროკავშირთან კოორდინირებით რუსეთს სანქციები დაუწესა ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკით მოწამვლისა და პოლიტიკოსის დევნისთვის.

კომენტარები