ოჯახში ძალადობა

რუსთაველის თეატრი ძალადობას გმობს და ხსნის 17 აპრილის სპექტაკლს, რომელშიც ზანგური თამაშობს

"ვგმობთ ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას, მოვხსნათ 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი იულიუს კეისარი". - ამის შესახებ რუსთაველის თეატრის განცხადებაში წერია.

"ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე". - აღნიშნავს თეატრი.

იულიუს კეისარში ერთერთ როლს ბესო ზანგური თამაშობს, რომელიც ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილიმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ყოფილმა ქმარმა არაერთგზის სცემა, მათ შორის ორსულობისას. მან აღნიშნა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა. თავად ბესო ზანგური ბრალდებას უარყოფს.

ნინუცა მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა მსახიობებმა რუსკა მაყაშვილმაანა სანაიამ, ანა ბებიამ, გრიგოლ ჟორდანიამ, ნატალია ყულოშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა და სხვებმა გამოუცხადეს.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები