ოჯახში ძალადობა

რუსკა მაყაშვილი: ნუ გიკვირთ, რომ მოძალადეებს ჰყავთ მხარდამჭერები, ისინიც მოძალადეები არიან

Nostal

რუსთაველის თეატრის მსახიობი რუსკა მაყაშვილი საკუთარ დას, მსახიობსა და ტელეწამყვანს, ნინუცა მაყაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და მხარი დაუჭირა. 

"ძალიან, ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა მთავარია რომ შეძლო ამაზე საუბარი და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული, ოდესმე, როცა მზად იქნებით, უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!
Ninuca Makashvili ყველა შენთან ერთად ვართ, შენს გვერდით, ყოჩაღ!
P.S. ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან!" – წერს რუსკა მაყაშვილი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები