ოჯახში ძალადობა

თამთა ინაშვილი: პროტესტის ნიშნად, აღარ ვაპირებ ბესო ზანგურთან ერთად სცენაზე დგომას

რუსთაველის თეატრის მსახიობი თამთა ინაშვილი ნინუცა მაყაშვილის ინტერვიუს ეხმაურება და ბესო ზანგურთან ერთად სპექტაკლში თამაშზე უარს ამბობს.

"სოლიდარობა ჩემს ერთგულ, ნამდვილ, მართალ მეგობარს, ნინუცა მაყაშვილს. მე შენს გვერდით ვარ! ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ მისი სიმართლის უგულებელყოფას...

"სადღაც ცისარტყელას მიღმა" - არსებობს ასეთი სპექტაკლი, სადაც ერთმანეთს პარტნიორობას ვუწევთ მე და ბესო ზანგური. პროტესტის ნიშნად მე აღარ ვაპირებ, მასთან ერთად სცენაზე დგომას". - წერს ინაშვილი.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები