ოჯახში ძალადობა

გრიგოლ ჟორდანია: როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს

Rustaveli Theatre

რუსთაველის თეატრის მსახიობი გრიგოლ ჟორდანია სოციალურ ქსელში ნინუცა მაყაშვილს გამოეხმაურა.

"მე, როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობი, სოლიდარობას ვუცხადებ ქალებს და ვგმობ ძალადობას და მოძალადეებს". - წერს გრიგოლ ჟორდანია.

მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი ყოფილ ქმარს, რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს არაერთგზის ცემაში ადანაშაულებს, მათ შორის, ორსულობისას. მან რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ამ ეტაპზე მაყაშვილს სოლიდარობა და მხარდაჭერა მსახიობებმა რუსკა მაყაშვილმა, ანა სანაიამ, ანა ბებიამ, ნატალია ყულოშვილმა, ეკატერინე დემეტრაძემ, თამთა ინაშვილმა და სხვებმა გამოუცხადეს.

რუსთაველის თეატრმა ინტერვიუდან მეორე დღეს Facebook-ზე დაწერა, რომ "თეატრი გმობს ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის ოჯახურ ძალადობას". თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურს გამოექომაგა და დაწერა, რომ "ქალებმა 1937 წელი და რეპრესიები დაიწყეს".

კომენტარები