რიყის დოქები

რიყის დოქები მესამე ცდაზეც არ გაიყიდა

"რიყის დოქები"

5 მარტის ჩაშლილი აუქციონის შემდეგ, 30 მარტს აუქციონზე მესამედ გამოტანილი ე.წ. "რიყის დოქები", მესამედაც არ გაიყიდა. აუქციონი დღეს, 13 აპრილს, 17:00 საათზე, 0 ბიჯით და 600-მდე ნახვით დასრულდა.

"რიყის დოქების" აუქციონი 2020 წელსაც გაიმართა, რომელიც ასევე ჩაიშალა, თუმცა წინა წლის აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულება თითქმის 23 მილიონი ლარით მეტი იყო. 

სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრის მიერ კომპლექსი 95 მილიონ ლარადაა შეფასებული.

თბილისის ცენტრში მდებარე ნაგებობის მშენებლობის პროცესი 2013 წელს დასრულდა და ის დღემდე უფუნქციოდაა, მისი მშენებლობაზე 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორებმა ობიექტის ღირებულება 2 თვეში უნდა დაფარონ და შემდეგი 36 თვის ვადაში ამ ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოაწყონ.

კომენტარები