პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: ათმაგად ვსაჭიროებთ ზეინტენსიურ კომუნიკაციას ხალხთან, არამარტო წინასაარჩევნო 1-2 თვე

ევროპული საქართველო ძალიან ხშირად ცილისწამების ნიაღვრისა და ამ შავრაზმული იარლიყების მსხვერპლია. ამიტომ ჩვენ ათმაგად ვსაჭიროებთ არა მარტო წინასაარჩევნო 1-2 თვის განმავლობაში, არამედ მთელი პოლიტიკური ციკლის განმავლობაში ზეინტენსიურ კომუნიკაციას მოქალაქეებთან, როგორც სოციალური ქსელების, ასევე ფიზიკური კონტაქტის მეშვეობით, რომ ყველა ადამიანამდე ამ ნიაღვრის ფონზე, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან მოდის და რა ცდუნებებსაც ზოგჯერ პოლიტიკური ოპონენტებიც ვერ უძლებენ, დავუპირისპიროთ საღი აზრი და მეტი ინფორმაცია.

როცა ამკვიდრებენ აზრს, რომ რუსული ბაზარი გადაგვარჩენს, როცა ამკვიდრებენ აზრს, რომ, როდესაც უცხოელები შემოდიან ბიზნესში ეს ჩვენთვის საფრთხეა და არა რუსული ტანკები, რომლებიც ანგრევენ ჩვენს ეკონომიკას, როცა თუნდაც ივანიშვილის ოპონენტები მისი წამხედურობით ეუბნებიან, რომ ივანიშვილმა კი გადაგაგდოთ, როცა დაგპირდათ, ყველაფერი უფასო იქნებაო, მაგრამ მე გავაკეთებ ამას. ევროპული საქართველო ასე არასდროს არ იქცევა. ჩვენი გზავნილი არის ძალიან მარტივი – მთავრობა როდესაც გეუბნებათ, რომ მშობელივით მოგივლით, გატყუებთ და იქნება ცუდი ძიძა. მთავრობა უნდა იყოს სამსახურში თამაშის წესების დაცვის, სადაც ყველა მოქალაქე არის თანასწორი, სადაც კერძო საკუთრება, თავისუფალი ეკონომიკა და კერძო პასუხისმგებლობა ინიციატივა არის წამყვანი და ჩვენ ამაზე არასაკმარისად ვმუშაობდით...

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები