კიბერშეტევა Facebook-ზე

როგორ გავიგოთ, გავრცელდა თუ არა ჩვენი პირადი ინფორმაცია FB-ზე კიბერშეტევისას?

ჰაკერების მიერ კომპანია Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, ინტერნეტში გავრცელდა პირადი ინფორმაცია 533 მილიონი მომხმარებლის შესახებ. მათ შორის, გაჟონა 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ. 

ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ, მოიცავს: ვინაობას, ელ. ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, საცხოვრებელ მისამართს, დაბადების თარიღსა და პროფესიას. 

ექსპერტების თქმით, დაჰაკულ მონაცემთა ბაზაში ელ. ფოსტის მისამართი 533 მილიონიდან მხოლოდ 2.5 მილიონ შემთხვევაშია მითითებულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაჰაკვის შემთხვევაშიც კი, თქვენი ელ. ფოსტის მისამართის გავრცელების შანსი საკმაოდ დაბალია. 

მიუხედავად ამისა, გთავაზობთ მეთოდებს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, გაჟონა თუ არა თქვენმა პირადმა ინფორმაციამ და გასაჯაროვდა თუ არა თქვენი ელ. ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.  

ეს არის ცნობილი ვებ-გვერდი, რომლის მონაცემთა ბაზაშიც ასეულობით ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინახება ინფორმაცია, მათ შორის, ცხადია, Facebook-ის უახლესი კიბერშეტევის შესახებ. 

ამ გვერდით შესაძლებელია როგორც ელ. ფოსტის, ასევე ტელეფონის ნომრის გადამოწმებაც. 
შეგახსენებთ, რომ ამ საიტის გამოყენებისას თქვენ არა მარტო Facebook-ის ჰაკერულ შეტევას შეამოწმებთ, არამედ სხვა კიბერშეტევებსაც. 

იმ შემთხვევაში, თუ გაიგებთ, რომ თქვენმა ინფორმაციამ გაჟონა, გადაამოწმეთ, როდის და რომელი კიბერშეტევის დროს მოხდა ეს. ვინაიდან, საიტის მონაცემთა ბაზაში ასეულობით ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინახება ინფორმაცია, მაღალია ალბათობა იმისა, რომ სისტემამ გაჟონვის სხვა შემთხვევა აღმოაჩინა და არა უშუალოდ Facebook-ის. 

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაცია თავად საიტზეა აღნიშნული. 
 

ამ ვებ-გვერდით შესაძლებელია ტელეფონის ნომრის გადამოწმება და ის მისი მონაცემთა ბაზა მხოლოდ Facebook-ის უახლეს კიბერშეტევას მოიცავს. 

ნომერი უნდა მიუთითოთ საერთაშორისო ფორმატში (+995). 


რეკომენდაციები: როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენმა ინფორმაციამ გაჟონა ? 

  1. შეცვალეთ თქვენი Facebook-ისა და ელ. ფოსტის პაროლები. 
  2. გამოიყენეთ Two-factor authentication სისტემა. 
  3. მოერიდეთ ელ. ფოსტაზე ან ტელეფონზე გამოგზავნილ შეტყობინებებს, განსაკუთრებით კი ლინკებს. 
  4. ნუ გადახვალთ საეჭვო ვებ-გვერდებზე და რეკლამებზე. 
  5. არავის უთხრათ თქვენი ელ. ფოსტისა თუ სხვა ანგარიშების პაროლები. 

თუკი თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ცუდი აქტორები შეეცდებიან ამ ინფორმაციის ბოროტად გამოყენებას. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ ელ. ფოსტაზე გამოგზავნილ  საეჭვო შეტყობინებებთან, განსაკუთრებით კი მაშინ, თუკი ის რაღაც მისამართზე გადასვლას გთხოვთ.

კომენტარები