კიბერშეტევა Facebook-ზე

ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაავრცელეს

Facebook-ი მორიგი კიბერშეტევის სამიზნე გახდა, ამჯერად სოციალური პლატფორმის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, კერძოდ, ვინაობა, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დაბადების თარიღი, მისამართი, ბიოგრაფია და პროფესია ჰაკერებმა ფორუმებზე გაავრცელეს

მათ შორის, გავრცელებულია 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. 

ინფორმაცია არ მოიცავს მომხმარებლების პირად მიმოწერებს.

ჰაკერებმა 106 ქვეყნის მოსახლეობის ინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდანაა. 

ექსპერტების თქმით, გავრცელებული პირადი ინფორმაცია ჰაკერებმა, შესაძლოა, სხვადასხვა არალეგალური საქმიანობისთვის გამოიყენონ.

ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმებზე უფასოდაა ხელმისაწვდომი. 

 

კომენტარები