კიბერშეტევა Facebook-ზე

Facebook-ზე კიბერშეტევით მომხმარებლების პირადი მიმოწერები არ გავრცელებულა

Facebook-ზე განხორციელებული კიბერშეტევის შედეგად, 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმებზე გავრცელდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ მოიცავს მომხმარებლების პირად მიმოწერებს. 

ინფორმაცია გავრცელებულია მომხმარებლების ვინაობის, ტელეფონის ნომრის, ელ. ფოსტის, დაბადების თარიღის, მისამართის, ბიოგრაფიისა და პროფესიის შესახებ.

მათ შორის, გავრცელებულია 95 193 ქართველი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. 

ჰაკერებმა 106 ქვეყნის მოსახლეობის ინფორმაცია გაავრცელეს, მათ შორის 32 მილიონი მომხმარებელი აშშ-დან, 11 მილიონი გაერთიანებული სამეფოდან, ხოლო 6 მილიონი ინდოეთიდანაა. 

ექსპერტების თქმით, გავრცელებული პირადი ინფორმაცია ჰაკერებმა, შესაძლოა, სხვადასხვა არალეგალური საქმიანობისთვის გამოიყენონ.

კომენტარები