IRI-ის კვლევა

IRI-ის კვლევა: 82%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, 79%-ს ეკლესიის, 64%-ს ქართული მედიის

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან რომელია ყველაზე მოსაწონი, მოსახლეობის 82% ჯარს ასახელებს (12%-ს არ მოსწონს), ეკლესიას – 79% (14%-ს არ მოსწონს), ქართულ მედიას – 64% (30%-ს არ მოსწონს), ხოლო პოლიციას – 54% (არ მოსწონს 39%-ს).

ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან და ორგანიზაციებიდან ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, ეროვნულმა ბანკის, საქართველოს პარლამენტისა და საჯარო საგანმანათლებლო სისტემის საქმიანობა მოსწონთ.

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.

კომენტარები