IRI-ის კვლევა

IRI: 45% სრულად ან ნაწილობრივ მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას

ტაბულა

IRI-ის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45% სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს ოპოზიციის მოთხოვნას, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. 

კერძოდ, კითხვაზე, "უჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციის მოთხოვნას, ჩატარდეს საქართველოში ვადამდელი არჩევნები", პასუხები ასე გადანაწილდა: 

33% - აბსოლუტურად არ ვუჭერ მხარს;
12% - ნაწილობრივ არ ვუჭერ მხარს;
25% - სრულად ვუჭერ მხარს;
20% - ნაწილობრივ ვუჭერ მხარს;
9% - არ ვიცი/პასუხი არ მაქვს. 

კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75%.


2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს და ბოიკოტის ნიშნად, მე-10 მოწვევის პარლამეტში არ შედის. სხვა საკითხებთან ერთად, მათი ძირითადი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია, საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო კომისიის რეფორმის ფარგლებში. 

კომენტარები