დაჭრა რუსთავში

შსს: რუსთავში ენმ-ის დეპუტატის დაჭრის გამო ერთი პირი დააკავეს

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან საკრებულოს დეპუტატის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ტ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 აპრილს, ქალაქ რუსთავში თავის საცხოვრებელი ბინის კორპუსის ეზოში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1978 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ქვედა კიდურის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან საკრებულოს წევრი დაჭრეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ დეპუტატი ქართული ოცნების აქტივისტმა დაჭრა. 

კომენტარები