დაჭრა რუსთავში

დეკანოიძე: ოცნების აქტივისტმა ენმ-ის წევრი დაჭრა, მმართველობის მე-9 წელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ენმ-ის ფრაქციიდან რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დაჭრას ეხმაურება. დეკანოიძე წერს, რომ დეპუტატი ქართული ოცნების აქტივისტმა დაჭრა. 

"აი ასე, ოცნების აქტივისტმა ნაციონალური მოძრაობის წევრი დაჭრა ცივი იარაღით. საკრებულოს ჩვენი ფრაქციის წევრი. ოცნების მმართველობის მეცხრე წელს.

დამნაშავე არ დაუკავებიათ". – წერს დეკანოიძე. 

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან საკრებულოს წევრი დაჭრეს. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ტაბულა დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს. 

კომენტარები