დაასრულე კომENDანტი

სირცხვილიას ოფისში დაკავებული გენრი დოლიძე პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

ნეტგაზეთი

სირცხვილიას აქტივისტი გენრი დოლიძე, რომელიც გუშინ, 3 აპრილს დააკავეს და დღეს გაათავისუფლეს, პოლიციას არაადამიანურ მოპყრობაში სდებს ბრალს. 

დოლიძის თქმით, მას მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნაკაწრები აღენიშნება. 

"სისხლნაჟღენთები მაქვს მრავლობითი და ნაკაწრები. წინასწარი დაკავების საკანში მოვიდა სასწრაფო დახმარების სამსახური, შედგა დათვალიერების აქტი. ახლა ჩამოდის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და უკვე მათთან მექნება კომუნიკაცია". - ამბობს დოლიძე. 

გუშინ, 3 აპრილს, ბათუმში, მოძრაობა სირცხვილიას ოფისში პოლიცია შეიჭრა, სადაც დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა. სირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, "მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ და შეეცდებიან, მოიკითხონ".

კომენტარები