დაასრულე კომENDანტი

სირცხვილია: ბათუმში ჩვენს შტაბში პოლიცია შეიჭრა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი

მოძრაობა სირცხვილიას ინფორმაციით, ბათუმში მოძრაობის ოფისში პოლიცია შეიჭრა, სადაც დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა. სირცხვილიას ცნობით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. 

"ამ წუთებში ბათუმში პოლიცია შეიჭრა სირცხვილიას შტაბში, სადაც ისევე როგორც პარლამენტის წინ, იმართებოდა დაუმორჩილებლობა და დააკავეს რამდენიმე ადამიანი. მოვუწოდებთ პოლიციას, სასწრაფოდ დატოვოს ჩვენი ოფისის ტერიტორია, შეწყვიტოს ძალადობა და გაათავისუფლეთ დაკავებული აქტივისტები". – წერს მოძრაობა.

ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებასა და დაკავებულთა რაოდენობის დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

აქცია დაასრულე კომENDანტი! დედაქალაქის პარალელურად ბათუმსა და ქუთაისშიც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვას დემონსტრაციულად არღვევენ. 

ქვეყანაში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 28 ნოემბერს დაწესდა. 

კომენტარები