ქართული ოცნება

მდინარაძე ვოლსკიზე: თმენის ვალდებულება გვაქვს, მაგრამ როცა მონას გეძახიან, ძნელი მოსათმენია

ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც, გექნებათ ალბათ საშუალება, რომ კომენტარი ჩაწეროთ, არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას, თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს.

მე ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი  დაგეგმილია და სათავეში უდგას ეფ ეს ბეს აგენტურა, შეიძლება, შენ გულწრფელიც კი იყო ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს ყველაფერი დაორგანიზებული არის ეფ ეს ბეს აგენტურის და რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია, თუმცა, ამართლებს თუ არა ეს, მეორე საკითხია...

ასე აფასებს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე გია ვოლსკის შეურაცხმყოფელ ჟესტს აქტივისტების მისამართით.

კომენტარები