ანტისემიტიზმი ეკლესიაში

TDI მეუფე იოანეზე: საპატრიარქომ, კრიტიკის ნაცვლად, ის დაიცვა

რუსთავის ეპარქია

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება. TDI-ის განცხადებაში წერია, რომ საპატრიარქომ ანტისემიტური ქადაგების შემდეგ მეუფე იოანე, კრიტიკის ნაცვლად, დაიცვა.

ანგარიშში საუბარია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს 20 დეკემბრის ანტისემიტურ განცხადებებზე და წერია, რომ მისი ქადაგება შეიცავდა რამდენიმე ანტისემიტურ ტროპს, მათ შორის, მოიხსენიებდა ებრაელებს, როგორც "ქრისტეს ჯვარმცმელებს" და "ქრისტიანთა მდევნელებს". 

"როგორც ცნობილია, მიტროპოლიტ გამრეკელის და შემდგომში სხვა საეკლესიო პირების, ასევე ელჩ ჟვანიას განცხადებას, რომლითაც მან სასულიერო პირის ანტისემიტური ქადაგება გაამართლა, იმთავითვე გამოეხმაურნენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და დეკანოზი ბასილ კობახიძე. 

TDI-მ არაერთი საჯარო მიმართვით მოუწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და საქართველოს ხელისუფლებას, კრიტიკულად შეეფასებინათ და დაეგმოთ ანტისემიტიზმი. სამწუხაროდ, საპატრიარქომ მიტროპოლიტის ანტისემიტური გამოსვლების კრიტიკის ნაცვლად, ის დაიცვა და საპირისპირო კრიტიკა სწორედ TDI-ს, ბასილ კობახიძისა და ბექა მინდიაშვილისკენ მიმართა. არც ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუგმიათ ანტისემიტიზმის კონკრეტული გამოვლინებები". – წერია TDI-ის განცხადებაში. 

26 დეკემბერს მეუფე იოანემ ებრაელთა თემი "ქრისტიანთა მდევნელად" წარმოადგინა, რომელთაც "დღესაც აქვთ გავლენა სამეფო კარზე". ამასთან, მიტროპოლიტმა იოანემ ისინი "ურწმუნო მოდგმადაც"  მოიხსენია.     

მის ქადაგებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა. TDI-იმ დაგმო საეკლესიო ანტისემიტიზმი და განაცხადა, რომ იოანე გამრეკელის ქადაგება უკიდურესად შემაშფოთებელია. ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ კი დაწერა, რომ მეუფე იოანეს კრიტიკა ცილისწამებაა, ებრაელების და სხვა ერების სიყვარული კი მას მეუფე იოანემ გაუძლიერა. 

4 იანვარს მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის ანტისემიტიზმის მონიტორინგის სამსახურმა გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც, TDI-ზე დაყრდნობით, "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ანტისემიტიზმზეა საუბარი

ისრაელის ელჩმა, კათოლიკოს-პატრიარქის იუბილეს მილოცვისას, ასევე ისაუბრა ანტისემიტიზმზე.

9 იანვარს, ევროპულმა საქართველომ მოითხოვა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელიდან გამოიწვიოს საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია. 

კომენტარები