ანტისემიტიზმი ეკლესიაში

მეუფე იოანე თეოლოგებზე: მეცოდება, ვინც ის ტექსტი შეადგინა

მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე Facebook-ზე ქართველი თეოლოგების წერილს პასუხობს, სადაც მას თეოლოგების მიერ გავრცელებულ საშობაო ეპისტოლეში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით დებატებში იწვევდნენ. მიტროპოლიტის თქმით, ლანძღვის გამო ის არანაირ დებატებში მონაწილეობას არ აპირებს.

"თეოლოგებისგან“ ერთ არგუმეტს მაინც ველოდი, ლანძღვის ოსტატები აღმოჩნდნენ. ლანძღვის კონტექსტში დიალოგი არ შედგება. ჰქონდათ შანსი, საკუთარი თეოლოგიური ღირსება გამოეჩინათ. ჩემ მიერ შეთავაზებული გამოცდის ერთ ბილეთზეც ვერ გასცეს პასუხი. მათ ფრაზეოლოგიას თეოლოგიასთან საერთო არაფერი აქვს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი სულიერი დაცემა. მეცოდება, ვინც ის ტექსტი შეადგინა". – წერს მეუფე იოანე.


ქართველ თეოლოგთა ნაწილმა ანტისემიტურ ქადაგებაში ბრალდებულ მიტროპოლიტ იოანეს, რომელმაც თეოლოგები ცილისწამებაში დაადანაშაულა,  წერილით უპასუხა და ის ნებისმიერი ფორმატის დებატებში გამოიწვია, რათა საზოგადოებამ ობიექტურად განსაჯოს მოცემული ვითარება.

კომენტარები