პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: ამ ხელშეკრულების ჩავარდნა საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს დააზიანებს

მე მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, რომ ის დოკუმენტი, რომელიც დღეს, შესაძლოა, ხელმოწერილი იყოს, არის ფაქტობრივად დოკუმენტი, რომელმაც უნდ განსაზღვროს ამ ქვეყნის განვითარების გზა. ვაპირებთ თუ არა ჩვენ, რომ ვიცხოვროთ დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში. ამიტომ, სრულიად ვიზიარებ ბატონი დანიელსონის მოსაზრებას, რომ თუ შეთანხმება შედგა, გამარჯვებული იქნება არა რომელიმე მხარე, არამედ გამარჯვებული იქნება ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნის, რომელსაც სურს ცხოვრება ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს აქვს შესაბამისი შედეგი საარჩევნო პროცესში, სადაც კანონი იცავს ყველას თანაბრად, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა და იცხოვრებს ქვეყანაში, რომელსაც ექნება რეალური პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო. მინდა, ასევე ვთქვა, რომ ამ ხელშეკრულების ჩავარდნა დააზიანებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესებს და იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნება ამას აცნობიერებს და შესაბამისი განწყობით მოვიდა დღეს მოლაპარაკებებზე...

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები