პოლიტიკური კრიზისი

სენატორი რიში: ახლა საქმე კარგად არ მიდის

მე და სენატორი შაჰინი, 2012 წელს თბილისში ვიყავით, როცა პირველი რეალური არჩევნები ჩატარდა. ეს ამაღელვებელი დრო იყო. ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის მიმართ თბილადაა განწყობილი. მათ გაუხარდათ იმის ნახვა, რომ საქართველომ დემოკრატიის გზა, კაპიტალისტური სისტემა აირჩია და არა კომუნისტური. როცა ამ არჩევნებს ვაკვირდებოდით, ჩვენ აღფრთოვანებულნი და ოპტიმიზმით განწყობილნი ვიყავით. ჩვენ, არჩევნების მეორე დღეს, ორივე პარტიის ლიდერებს შევხვდით და მათთან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. კიდევ ერთხელ, მე ეს მახარებდა. თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც გამიჩნდა ეჭვები პოლიტიკური დაკავებების გამო. ეს არაა დემოკრატიის ნიშანი. შემდეგ ვითარება ხან ასე იცვლებოდა, ხან ისე.

ვფიქრობ, ქვეყანა ახლა კიდევ ერთხელ დადგა სირთულის წინაშე. ორივე, მე და სენატორ შაჰინის ნაცვლოდაც ვიტყვი, - ჩვენ აქ დასახმარებლად ვართ და არა დასაგმობად. ჩვენ მეგობრები ვართ. ამერიკელი ხალხი მეგობარია. ჩვენ ძალიან გვინდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს წარმატება ვიხილოთ. დემოკრატია ადვილი არაა. დემოკრატიაში, ისევე როგორც ნებისმიერი მთავრობის დროს, მთავრობამ შესაძლოა გადააჭარბოს ძალაუფლებას. თუმცა ის, რომ მათ ეს შეუძლიათ არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცნენ. [...]

კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისის და მის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ სენატორმა ჯეიმს რიშმა ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

კომენტარები