აქცია

ქართული ოცნების ოფისთან პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც პარტიის პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, პოლიციამ 5 აქტივისტი დააკავა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აქტივისტები მმართველი პარტიის ოფისთან სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლების დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

კომენტარები