ვაქცინაცია

გაბუნია: PFIZER-ის არჩევის საშუალება ექნება ყველას, ვინც დარეგისტრირდება

ჩვენი მონაცემი, რაც გვაქვს AstraZeneca და Pfizer-თან მიმართებაში, ეფექტურობა არის ორივესთან საკმაოდ მაღალი. ობიექტური საფუძველი, რომ რომელიმე ჯგუფთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია და მიზნობრივი გამოყენების რჩევა მოსახლეობას მივცეთ, ამის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ არის გარკვეული წინასწარგანწყობა. 

თავიდანვე, როდესაც Pfizer-ზე დაიწყო საუბარი, ის გვქონდა გათავილისწინებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის და ექიმების გარკვეული ნაწილი განწყობილია იმისთვის, რომ Pfizer-ის ვაქცინა გაიკეთოს. ამდენად, შესაძლებელია და ვუშვებთ იმასაც, რომ AstraZeneca-სთან მიმართებაში Pfizer-ს მიანიჭეს უპირატესობა და ამიტომ რაღაც ხანი ელოდებიან. Pfizer-ის ვაქცინის არჩევის საშუალება ექნება ყველას, ვინც პროგრამაში დარეგისტრიდება. 

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ, 24 მარტს უნდა შემოვიდეს.  

ამ დრომდე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებოდნენ. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

 

კომენტარები