ვაქცინაცია

გაბუნია ვაქცინაციაზე: თუ დაბალი აქტივობა იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფების მოცვაზე

ვაქცინების დოზები, რაც ქვეყანამ მიიღო, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ, ეს იქნება სიგნალი COVAX-ის პლატფორმისთვის, რომ დამატებითი დოზების მობილიზება და მოწოდება იყოს შეუფერხებელი.

ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჯგუფების აქტივობაზე, ჩვენთვის მთავარია, რომ ვაქცინის ის რაოდენობა, რაც დიდი ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, მიზნობრივად გამოვიყენოთ. თუ დაბალი აქტივობა იქნება, ვიფიქრებთ შემდეგი ჯგუფის მოცვაზე. ვფიქრობ, რომ ამ პირველ ეტაპზე მაინც მაქსიმალურად მოხერხდება ასაკობრივი ჯგუფების და სამედიცინო პერსონალის მოცვა იმ მასშტაბით, რაც დაგეგმილი გვქონდა. შემდეგ, რაც დამატებითი დოზები გაჩნდება, აპრილიდან და მაისიდან, ვფიქრობ, რომ უკვე 55 წლის ზემოთ და სხვა ჯგუფები [ჩაერთონ]...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პალიტრანიუსის ეთერში.

23 მარტის მონაცემებით, აცრილია 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფი დაამატა -  65 წელს ზემოთ მყოფ პირებს რეგისტრაციის გავლა 25 მარტიდან შეეძლებათ.

კომენტარები