NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევა: მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება

adf.org.au

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მაჩვენებელი წინა გამოკითხვასთან შედარებით გაუარესებულია.

25% ფიქრობს, რომ საქართველი სწორი მიმართულებით ვითარდება, 22%-ის აზრით კი ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. 

გასული წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 38% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 2020-ის აგვისტოში - 33%, 2019 წელს კი - 53%.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ინფორმაციით, სატელეფონო გამოკითხვები 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარეს (2 024 დასრულებული ინტერვიუ) საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.4%-ია. ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები