ოლიმპიადა

ტოკიოს ოლიმპიადა უცხოელი გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

Deadline

ტოკიოს ოლიმპიურ და პრაოლიმპიურ თამაშებს უცხოელი გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან. გადაწყვეტილება იაპონიასა და მსოფლიოში პანდემიასთან დაკავშირებულმა მდგომარეობამ განაპირობა.

ოლიმპიური თამაშები 23 ივლისს დაიწყება, ხოლო პარაოლიმპიადა - ერთი თვის შემდეგ, 23 აგვისტოს.

ორგანიზატორების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი იაპონიასა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში არსებული "გამოწვევებით სავსე" ეპიდმდგომარეობა, საერთაშორისო მოგზაურობაზე არსებული შეზღუდვები და კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელება გახდა. ყველას, ვინც ოლიმპიადაზე დასასწრები ბილეთები უკვე შეიძინა, თანხა აუნაზღაურდება.

ოლიმპიადა ერთი წლის წინ კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო.

"მსოფლიოში ოლიმპიადის ყველა იმ გულშემატკივრის იმედგაცრუებას ვიზიარებთ, რომლებიც თამაშებზე დასწრებას გეგმავდნენ. ძალიან ვწუხვართ.. ყველა გადაწყვეტილებამ პირველ რიგში უსაფრთხოებას უნდა სცეს პატივი. ვიცი, რომ ჩვენს იაპონელ პარტნიორებს ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ". - თქვა საერთაშორისი ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

რა თქმა უნდა, იდეალური სამყაროში ვარჩევდით, რომ საერთაშორისო სტუმრები დასწრებოდნენ თამაშებს. თუმცა, ამჟამად უნდა ვაღიაროთ, რომ გლობალური პანდემიის გამო იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ". - თქვა საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა.

კომენტარები