პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: კრიზისი პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და არჩევნების გარეშე ვერ განიმუხტება

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის ფაქტია, რომ ეს მთავრობა, რომელიც აქამდეც უამრავი ზიანის მომტანი იყო, ჯერ მომწიფებული არ არის, რომ გააცნობიეროს - ვერ შეინარჩუნებს ამ ვითარებას და მხოლოდ ვადამდელი ნორმალური არჩევნები არის გამოსავალი, რაც მოიცავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და სისტემის ცვლილებას. 

ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ლეგიტიმური მეთოდით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ წნეხს, სანამ არ მივაღწევთ ქვეყნისთვის აუცილებელ შედეგს. ის კრიზისი, რომელიც მათი ნაბიჯების შედეგად შეიქმნა, მთელი ამ წლების და, განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში, ვერ განიმუხტება პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი ნორმალური არჩევნების გარეშე...

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები