პოლიტიკური კრიზისი

ვარჰელი: გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს

ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით განგრძობადი რეფორმების საჭიროებას, კერძოდ, სასამართლო [სისტემასა] და კანონის უზენაესობაზე. როგორც უმაღლესმა წარმომადგენელმა [ჯოზეფ ბორელმა] აღნიშნა, ჩვენ შევეხეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მე ამას ერთი წინადადებით შევაჯამებ - ჩვენ გვჯერა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს და ორივე მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც ჩვენ მიგვიყვანს [საკითხის] გადაჭრამდე, რაც შეესაბამება კონსტიტუციასა და დემოკრატიულ პრინციპებს...

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი ბრიუსელში საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები