დღეს გვქონდა კარგი შეხვედრა ოპოზიციასთან და ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი. მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა კომპრომისს მივაღწიოთ...
tbl.ge/5gnk
დაკოპირდა
თქვა მედიასთან კრისტიან დანიელსონმა და პრეზიდენტთან შესახვედრად გაემართა. კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ვიზიტი მედიაციის პროცესის ფარგლებში 1 დღით გაახანგრძლივა.
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა