გომის მთა

საგანგებო: გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა, ამოყვანილია ახალგაზრდა კაცის ცხედარი

guru.ge

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს და თოვლიდან უკვე ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარიც.

მათივე ინფორმაციით, ამოყვანის ოპერაცია გათენებისთანავე განახლდა. ქუთაისიდან გომის მთის მიმართულებით გაფრინდა ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მიცვალებულს გადმოასვენებენ. თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მეხანძრე-მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

12 მარტს, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე ერთი ადამიანი გაიყინა.  მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა. სამაშველო-საძიებო ოპერაცია 10 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

კომენტარები