გომის მთაზე მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ავტომობილით გზიდან ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.