ნამახვანჰესი

სამინისტრო: ნამახვანჰესის მშენებლობა არ შეჩერებულა, ჩერდება კაშხლისა და წყალსაცავის

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის მშენებლობა ჩერდება, არასწორია, ჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები, ვიდრე არ გადამოწმდება რამდენიმე ძირითადი კვლევა.

"ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ნამახვანიჰესთან დაკავშირებული განცხადებების შემდეგ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ნამახვანიჰესი მშენებლობა შეჩერდა.

განვმარტავთ, რომ ეს არის გაკეთებული განცხადებების არასწორი ინტერპრეტაცია – ჰესის მშენებლობა გრძელდება, შეჩერდება მხოლოდ კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება და ვალიდაცია". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი და ნამახვანიჰესის სამშენებლო სამუშაოებს ქართველი დირექტორი უხელმძღვანელებს. ასევე შეიქმნება ნამახვანჰესის ზედამხედველობისთვის დამოუკიდებელი საბჭო.

კომენტარები