ჩანაწერები

ღარიბაშვილი გამოჩნდა, მაგრამ ჩანაწერებზე კვლავ არაფერი თქვა

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს TV პირველის ეთერში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერმინისტრი შეეხო მხოლოდ სამ საკითხს, რაც უკავშირდება ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს, პანდემიასთან დაკაშირებულ საკითხებს და ვაქცინაციას  და OMV- Petrom-თან თანამშრომლობას, თუმცა პრემიერმინისტრი კვლავ დუმს  და არაფერს ამბობს მისი და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ფარულ ჩანაწერზე. 


TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი. ჩანაწერში ბერა "ამიკოს" ახსენებს.

კომენტარები