ჩანაწერები

ბოკერია პროკურატურაზე: მათი ამოცანა მხოლოდ ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა

წესით, აღარ უნდა უნდა გვიკვირდეს არაფერი. ვინმემ კითხვა დასვა, დაკითხეს თუ არა ბერა ივანიშვილი? ან სხვა საქმეები გამოიძიეს? მანდ ხომ მხოლოდ ერთ საქმეზე არაა ლაპარაკი. ამ ჩანაწერებზე კომენტარები გაკეთდა და ბატონმა ბერა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ყველა იმ შემთხვევაზე, სადაც მას არაკორექტულად მოიხსენიებდნენ, აგრესიულად რეაგირებდა. თითქმის ყოველდღე ჩვენ ამ რეჟიმის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები გვახსენებენ, რომ ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო აპარატი საერთო ჯამში, უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს დონეზე, რომელიც მოქალაქეების სამსახურში იქნება რაიმე საქმესთან დაკავშირებით. ერთადერთი მისია ამ ხალხისთვის არის ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება. სხვა ამოცანა ამ ხალხს არ გააჩნია იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება.

დღეს TV პირველის ეთერში მარტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. საუბარია ჩანაწერზე, რომელშიც ქართული ოცნების ლიდერის შვილი, ბერა ივანიშვილი დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, დასაჯოს ის ადამიანები, ვინც Facebook-ზე მის შესახებ ცუდი რამ დაწერეს. პროკურატურის დასკვნით, ჩანაწერში მინისტრები ნახსენები არ არის და რედაქტირების გზით მიღებულია სიტყვა მილი-სტები. 

კომენტარები