ჩანაწერები

ლაშა თორდია: კიდევ კარგი, ჯერონიმოს მაინც გადავურჩი

"კიდევ კარგი, ჯერონიმოს მაინც გადავურჩი" – წერს ლაშა თორდია საკუთარ Facebook-ის გვერდზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ.  

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 მაისს, კლუბ "ელ ცენტროში", ლაშა თორდიას ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს. შედეგად, აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლაშა თორდია ამბობდა, რომ მას ფარცხალაძემ სცემა და ეს ფიზიკური ანგარიშწორება იყო, რაც მის საქმიანობას უკავშირდებოდა. მოგვიანებით, ოთარ ფარცხალაძე სასამართლომ გაამართლა. 

გავრცელებულ ჩანაწერებს, 7 მარტს, მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე გამოეხმაურა და Facebook-ზე პოსტის სახით განაცხადა:

"ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ".

 

კომენტარები