ჩანაწერები

მუსიკოსი: ბერამ პოსტის გამო დამაყენა 2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 "მენტი" საბლატაოდ

ბერას და ღარიბას ჩანაწერების ვისაც არ გჯერათ მინდა გითხრათ, რომ გინებისთვის კი არა, ჯიდიესის ერთ-ერთ გადაცემაზე მისთვის არასასურველი სტატუსის დაწერისთვის დამაყენა 2013-ში რეპერი ჯერონიმო და 4 მენტი საბლატაოდ.

ეტყობა ვინმე ანზორი უეჭველი უნდა იყოს სადამსჯელო ოპერაციაში ჩართული.

მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს. ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რო არ გამოვიდა როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო? მე კი არ მომიხდია ბოდიში და არც "მიკაჩავება" გამოუვიდათ, მაგრამ ეგ ჯერ კიდე კოჰაბიტაციის 2013 [წელი] იყო მას მერე გაიზარდა პატარა ბერა "ჯოფრიც" და ახლა უკვე ანზორ "კლიგანის" მეშვეობით დასდევს მისთვის არასასურველი სტატუსების დამწერებს.

გუშინ რაც მოვისმინე, ამ ავადმყოფი ბავშვის დაგეშილი ტიპების მხრიდან მოქმედებების ზუსტად იგივე სქემა იყო რითაც მაშინ ჩემთან ეცადნენ რაღაცის მიღწევას, ამიტომ ვისაც არ გჯერათ ან არ გინდათ დაიჯეროთ მინდა იმედები გაგიცრუოთ, რაც მოისმინეთ ეგ სავარაუდოდ სრული სურათიც არაა იმის, თუ რაებსაც ავალებს და როგორ ბოლომდეც მიყვება ხოლმე აღსრულებას

წერს Facebook-ზე მუსიკოსი სანდრო სულაქველიძე (სტილი დაცულია). TV პირველის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები