კორონავირუსი საქართველოში

ფერაძე: 8 მარტიდან რესტორნების შიდა სივრცეები იხსნება, თუმცა ცოცხალი მუსიკა შეზღუდულია

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეშიც შეძლებენ მუშაობას, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.

"მიუხედავად იმისა, რომ იხსნება შიდა სივრცეები, პირველ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, რადგან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბების ზრდას". - ამბობს ფერაძე. 

რა შეზღუდვები იხსნება 8 მარტიდან  წაიკითხეთ - აქ

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ  9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 234 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 919 ტესტი. 

7 მარტის  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 272 851 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 266 693 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 576 კი გარდაიცვალა.

კომენტარები