კორონავირუსი და შეზღუდვები

რა შეზღუდვები იხსნება 8 მარტიდან

speakerstones

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.

8 მარტიდან:

  • მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
  • სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ;
  • სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება.

ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს. 1-ლი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეუძლიათ. მუშაობა განაახლეს მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა. განახლდა კონფერენციები და ტრენინგები.

მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, 15 მარტიდან: 

  • მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
  • სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
  • აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
  • რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.

1-ლი აპრილიდან: 

  • თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება.

კომენტარები