პაპი ფრანცისკე ერაყში ჩავიდა. ის უკვე შეხვდა ერაყის პრემიერმინისტრ მუსტაფა ალ-კადიმსა და პრეზიდენტ ბარჰამ სალიჰს.
COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ ეს პაპი ფრანცისკეს პირველი მოგზაურობაა იტალიის გარეთ.
"მე მოხარული ვარ, რომ მოგზაურობა გავაგრძელე და ეს სიმბოლური მოგზაურობაა. ეს ვალდებულებაა. ეს დიდი ხნის წამებული მიწაა" - უთხრა პაპმა ფრანცისკემ საკუთარ თვითმფრინავში მყოფ ჟურნალისტებს.
ქვეყნის სამთავრობო წარმომადგენლებთან ვიზიტის შემდეგ პაპი ბაღდადის ეკლესიაში სასულიერო პირებს შეხვდება. ამ ეკლესიაში 2010 წელს რადიკალურმა ჯიჰადისტმა ტერორისტებმა თავდასხმა მოაწყვეს, რასაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"მე ჩამოვედი ქრისტეს სახელით, როგორც მშვიდობის პილიგრიმი, მშვიდობის უფლისწული. წლების განმავლობაში უამრავს ვლოცულობდით, რომ ირაყში მშვიდობას დაესადგურა". - თქვა პაპმა სიტყვით გამოსვლის დროს.
პაპი ერაყს 4 დღით ესტუმრა და ის ოთხ ქალაქს მოინახულებს.
ერაყში პაპის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრმა ჟოზე ა. ბეტანკურმა, წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში.





