Friends

დევიდ შვიმერი: FRIENDS-ის სპეციალური ეპიზოდის გადაღებები ერთ თვეში დაიწყება

Hollywood Reporter

სიტკომ Friends-ის ვარსკვლავმა, დევიდ შვიმერმა უკანასკნელ ინტერვიუში დაადასტურა, რომ სერიალის სპეციალური ეპიზოდის გადაღებები თვე-ნახევარში დაიწყება.

"დაახლოებით ერთ თვეში ლოს-ანჯელესში მივემგზავრები. როგორც იქნა! მოვიფიქრეთ, როგორ გადავიღოთ ყველაფერი ისე, რომ პროტოკოლი არ დავარღვიოთ". – ამბობს შვიმერი.

Friends-ის სპეციალური ეპიზოდი შარშან, სერიალის 25 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით უნდა გადაღებულიყო, თუმცა პროექტი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ეპიზოდში სერიალის ექვსივე ვარსკვლავი - ჯენიფერ ენისტონი, დევიდ შვიმერი, კორტნი კოქსი, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და ლაიზა კუდროუ - გამოჩნდება. პროექტს სტრიმინგსერვისი HBO Max ხელმძღვანელობს.

მეგობრების სასტარტო ეპიზოდის პრემიერა 1994 წლის 22 სექტემბერს შედგა. Friends ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა. სერიალი ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული შოუა.

 

 

კომენტარები