Friends

FRIENDS, LOVERS AND BIG TERRIBLE THING – მეთიუ პერი ავტობიოგრაფიას გამოსცემს

Instagram

სერიალ Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი 2022 წელს ავტობიოგრაფიულ რომანს გამოსცემს. ინფორმაციას თავად მსახიობი Instagram-ის გვერდზე ავრცელებს.

"წარსულში ჩემ შესახებ ბევრი დაწერილა. ვფიქრობ, დროა, ხალხმა სიმართლე ჩემგან გაიგოს. იყო უკიდურესად ამაღლებული და უკიდურესად მძიმე დღეები. მაგრამ ვიცხოვრე იმისთვის, რომ ჩემს ამბავს მოვყვე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ისე ჩანდა, თითქოს ამას არ ვიზამდი. და, აი, ყველაფერი აქაა. ბოდიში, რომ წიგნი ნახატებიანი არ არის". – წერს მსახიობი.

მომავალი რომანის სახელია Friends, Lovers and Big Terrible Thing (მეგობრები, საყვარლები და დიდი საშინელი რაღაც). დიდ საშინელ რაღაცაში თაყვანისმცემლების ვარაუდით მსახიობის ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იგულისხმება. 90-იანი წლებში პერი ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს, მეტადონს, ამფეტამინებს და ვიკოდინს იღებდა, რამაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 2001 წლიდან მსახიობი ფხიზელია.

მეთიუ პერი კანადელი და ამერიკელი კომიკოსია. მსოფლიო პოპულარობა სერიალ Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგსის როლმა მოუტანა.

ავტობიოგრაფიული წიგნი გაყიდვაში მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოვა.

 

კომენტარები