Friends

FRIENDS-ის მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი პროსტატის კიბოს ებრძვის

Befunky

სიტკომ Friends-ში განტერის როლის შემსრულებელი, მსახიობი ჯეიმს მაიკლ ტაილერი პროსტატის კიბოს ებრძვის. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"2018 წლის სექტემბერში პროსტატის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. თითქმის სამი წელია, ვებრძვი, უკვე მეოთხე სტადიაა, დიდი ალბათობით, დავმარცხდები. თავდაპირველად რთული არ იყო, უბრალოდ დილას და საღამოს აბი უნდა მიმეღო, დროსთან ერთად ყველაფერი გაცილებით გართულდა". – ამბობს მსახიობი.

ტაილერმა პოპულარობა ლეგენდარულ სიტკომში, Friends-ში შესრულებული მეორეხარისხოვანი, მაგრამ რეგულარული როლით მოიპოვა. ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში Sabrina, Just Shoot Me!, Motel Blue.

კომენტარები