Friends

"განადგურებულნი ვართ" – მეთიუ პერის გარდაცვალებას FRIENDS-ის მსახიობები გამოეხმაურნენ

სერიალ Friend-ის სამსახიობო შემადგენლობა
BBC

სერიალ Friends-ში მთავარი როლის შემსრულებლები მეთიუ პერის მოულოდნელ გარდაცვალებას გამოეხმაურნენ. ჯენიფერ ენისტონმა, დევიდ შვიმერმა, კორტნი კოქსმა, ლაიზა კუდროუმ და მეთ ლებლანმა ერთობლივი განცხადება გამოცემა People-ში გამოაქვეყნეს.

"მეთიუს დაკარგვით განადგურებულნი ვართ. ჩვენ იმაზე მეტი ვართ ვიდრე სერიალის მსახიობები, ჩვენ ოჯახი ვართ. სათქმელი ბევრად მეტია, მაგრამ ახლა გვჭირდება დრო, რათა ეს დანაკარგი გავიაზროთ. როცა შევძლებთ, აუცილებლად ვიტყვით მეტს. ახლა ჩვენი ფიქრები და თანადგომა არის მეთის ოჯახთან, მის მეგობრებთან, და ყველასთან ვისაც ის უყვარდა მსოფლიოს გარშემო". – წერია ერთობლივ განცხადებაში.

მეთიუ პერი 54 წლის ასაკში 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მსახიობი უგონო მდგომარეობაში საკუთარ აბაზანაში ასისტენტმა იპოვა.

Friends ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული პროექტია, რომელიც NBC-ის ეთერში 10 წლის განმავლობაში გადიოდა.

კომენტარები