არათუ ზაფხულში, მარტში დაიწყება მოწოდება [ვაქცინების]. "კოვაქსის" პლატფორმაზე დევს უკვე, გამოქვეყნებულია, ყველას შეუძლია შევიდეს და ნახოს, რომ "კოვაქსი" კისრულობს ვალდებულებას, რომ მოაწოდოს საქართველოს, თუ არ ვცდები, 129 000 დოზა [AstraZeneca-ს ვაქცინა], რაც გაცილებით მეტია, ვიდრე Pfizer-ის 30 000 იყო. ეს მოწოდება [ვაქცინების] მარტში დაიწყება. სავარაუდოდ, შეიძლება დაიწყოს მარტის პირველ ნახევარშიც, 15-მდე. ასე რომ, ვაქცინაციის დაწყებამ Pfizer-ის დაგვიანების გამო გადაიწია მაქსიმუმ ორი კვირით, რაც მიმაჩნია, რომ სულ არ იყო ისეთი დრამატიზაციის მიზეზი, უფრო საბაბი იყო...
tbl.ge/5g4e
დაკოპირდა

ამბობს რუსთავი 2-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე. ვაქცინის პირველი პარტია თებერვალში უნდა შემოსულიყო. ლაპარაკია, Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დაახლოებით 30 000 დოზაზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის აცრას მოხმარდებოდა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს და ეპიდემიოლოგების განცხადებით, Covax-პლატფორმიდან ვაქცინის მოწოდება მარტის ბოლომდე გადაიდო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, ფაიზერმა დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, რაც პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევას უკავშირდება.
ამავე თემაზე
- რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება – გაბუნია
- ჩხაიძე: გრიპის შემთხვევები უკვე აღირიცხა, რისკ-ჯგუფები ყურადღებით უნდა იყვნენ
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 ოქტომბერს დაიწყება – ვის შეეძლება უფასოდ აცრა (სია)
- გამყრელიძე: გული მწყდება, გაბრაზებული ვარ ჩემ თავზე, ასევე თქვენზეც, ვინც არ აცრილა
- გამყრელიძე ვაქცინაციაზე: რთული იყო ამ ამინდებში სოფელ-სოფელ სიარული, აპრილიდან აღვადგენთ