ოქროს გლობუსი 2021

სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ - ჩედვიკ ბოუსმენმა ოქროს გლობუსი მიიღო

Sylecaster

2020 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი ჩედვიკ ბოუსმენი ოქროს გლობუსის ლაურეატი გახდა. ჯილდო მსახიობის ქვრივს, სიმონ ლედვარდს გადაეცა.

ბოუსმენმა ჯილდო უკანასკნელი პერფომანსისთვის, Ma Rainey's Black Bottom-ში განსახიერებული მუსიკოსის როლისთვის მიიღო.

ჰიტ ლეჯერის შემდეგ ოქროს გლობუსის ისტორიაში ჩედვიკ ბოუსმენი ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ჯილდო გარდაცვალების შემდეგ დაიმსახურა. 

ჩედვიკ ბოუსმენი გასული წლის აგვისტოში 43 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც აღმოჩნდა მსახიობი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. თავისი საუკეთესო როლები ბოუსმენს ქიმიოთერაპიის კურსებს შორის აქვს შესრულებული.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.

კომენტარები