ოქროს გლობუსი 2021

Very Niiiice - საშა ბარონ კოენი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა

Republic World

პოპულარული კომიკოსი საშა ბარონ კოენი ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა. პრესტიჟული ჯილდო მსახიობს ლეგენდარულმა პერსონაჟმა, ბორატმა მოუტანა.

Borat 2-მა წლევანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო კომედიური ფილმისა და საუკეთესო კომედიური მსახიობის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ბორატ საგდიევი კოენის ლეგენდარული პერსონაჟია, რომელიც პირველად 2006 წელს გამოჩნდა. ახალ ნაწილში ყაზახი ჟურნალისტი ამერიკაში ბრუნდება, რათა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება დონალდ ტრამპისგან მიიღოს.

ჯილდოს მიღებისას მსახიობმა მადლობა ნიუ-იორკის ყოფილ მერს, რესპუბლიკური პარტიის წევრ რუდოლფ ჯულიანის გადაუხადა. პოლიტიკოსი ფილმის ერთ-ერთ სცენაში მონაწილეობს, რომელსაც შემდგომში სკანდალი მოჰყვა. გადაღების მომენტში მან არ იცოდა, რომ ბორატ 2-ში გამოჩნდება. 

კომენტარები