ოქროს გლობუსი 2021

როზამუნდ პაიკმა ნანატრი ოქროს გლობუსი მიიღო

Twitter

როზამუნდ პაიკისთვის მესამე ნომინაცია წარმატებული აღმოჩნდა. ინგლისელმა მსახიობმა საუკეთესო კომედიური მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

მსახიობმა პირველი ოქროს გლობუსი I Care A Lot-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. ტორონტოს კინოფესტივალზე გამოსულმა ფილმმა კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

პაიკის გარდა კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ - ქეით ჰადსონი, ანია-ტეილორ ჯოი, მიშელ პფაიფერი და მარია ბაკალოვა.

ოქროს გლობუსის რიგით 78-ე დაჯილდოების ცერემონია ამ წუთებში ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს. ნომინაციების რაოდენობით დევიდ ფინჩერის მანკი ლიდერობს.

კომენტარები