ოქროს გლობუსი 2021

პრინცესა დაიანას როლმა ემა კორინს პირველი ოქროს გლობუსი მოუტანა

People

ლოს-ანჯელესში ამ წუთებში ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს, "ოქროს გლობუსის" დაჯილდოება მიმდინარეობს.

საუკეთესო დრამატული სერიალის მსახიობ ქალად ემა კორინი დასახელდა. კორინმა Netflix-ის სერიალ The Crown-ში პრინცესა დაიანა განასახიერა. მსახიობისთვის ეს "ოქროს გლობუსის" პირველი ნომინაცია და გამარჯვებაა.

კატეგორიაში ჯილდოსთვის კორინის ეკრანული პარტნიორი, ოლივია კოლმანიც იბრძოდა. ნომინაციები ასევე მიიღეს ლორა ლინიმ, ელიზაბეტ მოსმა და სარა პოლსონმა.

The Crown წარმატებული ბრიტანული სერიალია, რომელიც მოქმედი მონარქის, ელისაბედ II-ს ბიოგრაფიას ეფუძნება.

კომენტარები